მასალების მოძიება
ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც თქვენი პროდუქტისათვის იდეალური ქსოვილისა თუ აქსესუარების მოძიებაზე მუშაობს. ჩვენ ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს მსოფლიოს არაერთ მომწოდებელთან.
თარგი
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ თარგები ნულიდან. ვიწყებთ თარგის სტილის შემუშავებით, ვაგრძელებთ ზომებში გადაყვანით, საწარმოო თარგის შექმნით, საწარმოო მარკერებითა და ვასრულებთ თარგის გაციფრულებით.
ნიმუშები
ნიმუშების შემუშავება პროდუქტის განვითარების სრული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არჩეული ტანსაცმლის ნიმუშები ასახავს თარგების სიზუსტეს და წარმოების შესაძლებლობებსა და ტექნოლოგიებს.
წარმოება
წარმოების ყველა ეტაპი კონტროლდება ჩვენი უახლესი ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ პროცესს. ჩვენ ვინარჩუნებთ ხარისხის მუდმივ კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. ნულიდან საბოლოო პროდუქტამდე. რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენი პროცესებისა და შესრულებული სამუშაოების ეფექტურობას.
საგამომჭრელო
ავტომატური დასაფენი მანქანა იძლევა ხელმისაწვდომი ქსოვილების სრული ასორტიმენტის მარტივად დაფენის საშუალებას: ძალიან დელიკატური, თხელი, ელასტიური და ძნელად გასაშლელი ქსოვილით დაწყებული, სქელი, მძიმე ქსოვილებით დასრულებული.
ავტომატური ჭრა: ქსოვილის ფენა იჭრება ავტომატურად ჩვენი უახლესი ტექნოლოგიის ლაზერული საჭრელი სისტემის გამოყენებით.
კერვა
„Poti Textile“-ს აქვს 14 საწარმოო ხაზი, ჯამში წლიური წარმადობა 7 000 000 ერთეული.
ნახაზის მიხედვით გამოჭრილი ქსოვილი საგამომჭრელო განყოფილებიდან საწარმოო ხაზზე იგზავნება, სადაც უკვე სამკერვალო სამუშაოები სრულდება. სამკერვალო ხაზები უზრუნველყოფს უწყვეტ ტექნოლოგიურ პროცესს ერთი ხაზის ფარგლებში, და მოიცავს კერვას, დაუთოებას და ხარისხის კონტროლს.
ხაზების ბოლოს დამონტაჟებული მონიტორები აჩვენებს თითოეული ხაზის პროდუქტიულობას.
ავტომატიზაცია
„Poti Textile“-ში განთავსებულია უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც თანამედროვე სამკერვალო ინდუსტრიაში პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციას უზრუნველყოფს.
ქარგვა
მრავალფუნქციური ქარგვის მანქანა, დიდი საქარგი არეალითა და ლაზერის მაღალი სიზუსტით. მისი სწრაფი რეგულირებადი ფუნქცია და მრავალნემსიანი ნაქარგების შესრულების შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს დიდ მასშტაბზე ამოვქარგოთ მრავალფეროვანი დიზაინი ძაფების მინიმალური ცვლილებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას.
შეფუთვა
სამკერვალო ხაზებიდან მიღებული მზა პროდუქცია იფუთება და ხდება მათი სკანირება მეტალის დეტექტორებით, ხოლო საქონელი ყუთებში იწყობა მეტალისგან თავისუფალ ზონაში. ავტომატური შესაფუთი მოწყობილობა უზრუნველყოფს ხარისხიან შეფუთვას და ზოგავს დროს.