ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც გამოხატულია ფოთის საზღვაო ნავსადგურის და თურქეთის საზღვართან სიახლოვით, ანიჭებს ფოთის თიზ-ს უნიკალურ უპირატესობას, წარმოადგენდეს ევროპისა და გლობალური სავაჭრო დერეფნების დამაკავშირებელ ჰაბს.

საქართველოს ხელმოწერილი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, ჰონგ კონგთან და შვეიცარიასთან, კანადასთან და იაპონიასთან (პრეფერენციების გენერალური სისტემა, GSP).

ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა სახის ტანსაცმელს, რომელსაც ეძლევა Euro1 და CT1 წარმოშობის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა. რაც თავისთავად ათავისუფლებს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გადასახადებისგან ევროკავშირში, თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის დროს.