„Poti Textile“ საქართველოს ტექსტილისა და მზა ტანსაცმლის მწარმოებელ ექსპორტიორთა ტოპ სამეულში შედის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ევროპისა და აშშ-ს საკმაოდ ცნობილ საცალო ვაჭრობის ბრენდებთან.
ჩვენი ქარხნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც ფოთის საზღვაო პორტთან და თურქეთის საზღვართან სიახლოვეს გულისხმობს, ევროპული ბაზრისთვის უნიკალურ უპირატესობას გვანიჭებს.
ჩვენი სპეციალობა ტანსაცმლის დიზაინი და წარმოებაა, მომხმარებლების კონცეპტუალურ იდეებს რეალობად ვაქცევთ, ჩვენი ნამუშევრები ტექნიკურობითა და პროფესიული გამოცდილებით გამოირჩევა. ყველა ბიზნეს პროცესი, საწყისი დიზაინიდან, პროდუქციის მომხმარებელთა მაღაზიებში მიწოდებამდე, მკაცრად კონტროლდება შიდა გუნდის მიერ.
ევროპისა და აშშ-ს ყველაზე ცნობად რითეილერებთან (საცალო მოვაჭრეებთან) თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად, „Poti Textile“- მა ინოვაციების, ხარისხისა და სერვისების კულტურა გამოიმუშავა, რამაც თავისთავად შექმნა საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო.