ღირებულების შექმნა მდგრადობის კონცეფციის მეშვეობით.
„Poti Textile“ მზა ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების ფართო სპექტრის წინაშე დგას. მენეჯმენტის პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომის შესაბამისად, „Poti Textile“ ახორციელებს ე.წ „გააზრებული მოდის” ხედვის რეალიზაციას, რათა შემდგომში მოიძიოს გარემოსთან არსებული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები.
„Poti Textile“-მა თავისი მდგრადობის სტრატეგია ჰოლისტიკური მიდგომით ჩამოაყალიბა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ერთი სახურავის ქვეშ მართვის მიზნით. კომპანიამ ასევე მოახდინა ამ სტრატეგიის ინტეგრაცია თავის ბიზნეს მოდელში.
სტრატეგია დაყოფილია ხუთ ძირითად კატეგორიად, თითოეული კატეგორია განსაზღვრავს სხვადასხვა ქმედებებს მდგრადობის სფეროში დამატებითი ღირებულების შესაქმნელად:
„Poti Textile“-ის მდგრადობის სტრატეგიის საყრდენებია:
- მდგრადი პროდუქცია
- მდგრადი მიწოდების ჯაჭვი
- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
- პასუხისმგებლიანი მენეჯმენტი
- გარემოსდაცვითი ცნობიერება
„Poti Textile“-მა ჩამოაყალიბა მდგრადობის კომიტეტი სტრატეგიის ეფექტურობისა და შექმნილი ღირებულებების შესაფასებლად. კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს სტრატეგიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმების დადგენილ ვადებში განხორციელებას.
როგორც „მწვანე კომპანია“:
- ხორციელდება აქროლადი/საზიანო ორგანული ნაერთების აეროზოლების თავიდან აცილება
- საშიში ნივთიერებების მართვა
- ჩამდინარე წყლები და მყარი ნარჩენების ემისიები მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- ნარჩენების მართვა ქაღალდის, პლასტმასის, ლითონების, ბატარეების და ა.შ.
ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი წარმოების ყველა პროცესი განხორციელდეს სოციალური შესაბამისობის, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით და აკმაყოფილებდეს გლობალურ სტანდარტებს.